“უკრაინაში ომმა ის წარსული ტრავმის ტკივილი გამიმწვავა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე მოხდა ჩემს სამშობლოში და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, იმიტომ რომ, ეს ისაა, რაც ყოველთვის შენთან რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ, მაგრამ ასევე გავაცნობიერე, რას აქვს ცხოვრებაში ფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი – თავად სიცოცხლე, ადამიანების სიყვარული და თანაგრძნობაა. 

ამიტომაა, რომ ამ შოუსთვის მუშაობა გასულ კვირას ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. 

. ასეთ დროს მოდა კარგავს მნიშვნელობას და არსებობის უფლებასაც კი. მოდის კვირეული აბსურდი ხდება. ვფიქრობდი შოუს გაუქმებაზე, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მოუთმენლად ველოდით, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შოუს გაუქმება იქნებოდა დანებება იმ ბოროტებასთან, რომელიც ასეთ ტკივილს მაყენებს თითქმის 30 წელია.

გადავწყვიტე, რომ აღარ შემიძლია მსხვერპლად შევწირო ჩემი ნაწილი ამ უაზრო, უგულო ეგოს ომს.

ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, წინააღმდეგობას და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას”

წერს Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია.