”ეხლა კი პირდაპირ ვაცხადებ:
ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ მეომეთ.
ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელის გულზე მიდევს.
ასე რომ ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ.”
ამის შესახებ, მწერალი რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში წერს.