ლევან ხაბეიშვილის ადგილზე არაფრით არ მოვერიდებოდი ასეთ სიტუაციაში, მე თუ შევთავაზე თანხმობის დოკუმენტი და ადამიანი არ აწერს ხელს, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ დიახ გავიდა ვადა, გონივრული, არ მოაწერა ხელი, შესაბამისად პარტიის საერთო გადაწყვეტილება არის, რომ ეს ადამიანი გარიცხულია ან არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. ამას ვიტყოდი ადამიანურად, გასაგებად.
ლევანს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, ალბათ კიდევ, ასე ვთქვათ, დავარქვათ ამას მიმტევებელია, გულთბილია, რომ მაქსიმალურად ცდილობს იქნებ რაღაცა რესურსი ნახოს მოლაპარაკების და ამიტომ ერიდება. განა ხელის მოწერის ეშინია ან თქმის ეშინია, მე კარგად ვიცნობ ლევან ხაბეიშვილს, ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვარ ცდილობს, რომ ერთიანობა იყოს შენარჩუნებული.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე.