ომში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა, ქედს ვიხრით მათ წინაშე, გმირები არიან – უკრაინის საელჩო

“ომში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა, ქედს ვიხრით მათ წინაშე, გმირები არიან”- აცხადებს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი.

“იმ გმირებს შორის, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის დაცვის დროს, დღეის მონაცემებით, 11 ქართველი მოხალისეა. ჩვენთვის ისინი გმირები არიან, მათი საქციელი არის მაგალითი ქართველი ხალხის სიმამაცის, გაუტეხლობის და გმირობის, რომელიც უკრაინის ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკვე შევიდა ისტორიაში. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით მათ წინაშე და ყოველთვის გვემახსოვრება ისინი”. – თქვა კასიანოვმა.