ონის მერის თქმით, შოვში დაღუპული 18 პირიდან, ამ ეტაპზე, 14 იდენტიფიცირებულია

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ონის მერი, სერგო ხიდეშელი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კიდევ 16 დაკარგულს ეძებენ.

“სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“, – განაცხადა ხიდეშელმა.