პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ კაზინოების რეგულირების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებენ.
“ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშას [ხუციშვილს] ჰქონდა საუბარი პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება უკვე ინიცირება კანონპროექტის. უფრო ჩქარა რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ცნობისთვის, მთავრობა გეგმავს, პირველ ეტაპზე ონლაინკაზინოებს გაუზარდოს გადასახადები, ასაკი აწიოს 25 წლამდე, შემდეგ კი ის აკრძალოს.