ოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ლავროვი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში “ოპერაციის” შემდეგ ეტაპს იწყებს.

“აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაცია მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი”,– თქვა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

მანვე უარყო უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

“მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღს”,– ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს.

გუშინ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევის ახალი ეტაპი დაიწყო.