იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს.
მისივე განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, საკუთარ პროექტში გარკვეული საკითხები დააზუსტოს და ის მეორე მოსმენისთვის დოკუმენტში აისახოს.
„დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ პოზიციები. შესაძლებელია შეჯერება – ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. დღეს აუცილებლად გავა პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი, თუმცა, იმისთვის, რომ გქვონდეს რესურსი პოზიციების დაახლოების, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე იქნებ შევჯერდეთ, ამისთვის ვიკრიბებით დღეს,”- განაცხადა ოხანაშვილმა ოპოზიციისა და კახა კუჭავას შეხვედრამდე.