ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდეს. ამის შესახებ ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად. არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა”, – განაცხადა ტიკარაძემ.