ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრას ესწრებიან დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე. იქ, ასევე, იმყოფებიან პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
მათ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენის წარმომადგენელთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.