პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს.
მისივე თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტში შევა.
“ვურჩევ ოპოზიციას, რომ დაასრულობს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა პარლამენტის საქმიანობაში ჩართო, გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება. ვინაიდან პარლამენტის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა”, – განაცხადა თალაკვაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალისთის პატივის მიგების შემდეგ.