არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, არჩევნები შედგა. მთავრობა დაკომპლექტებულია, შემდეგ კვირაში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ იმ აუცილებელ კანონებზე, რომლებიც არის მისაღები.

იმედია, კიდევ ერთხელ არ მოიტყუებიან და არ გაიტანენ იმ განცხადებებს, რომლებიც შემოიტანეს, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილებები და ჩვენ მათ შევუწყვეტთ. იმედია, ვისაც ჯერ არ შემოუტანია, ისინიც შემოიტანენ და მათაც დავუკმაყოფილებთ ამ უმორჩილეს თხოვნას. პრეზიდენტიც იქნება არჩეული ახალი წესით და სახელმწიფო განაგრძობს მოღვაწეობას, განაგრძობს მუშაობას მათ შორის სწორედ იმ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომლის ვითომ შეჩერებასაც ისინი აპროტესტებენ.

ივანიშვილის დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედზე.