“ნაციონალურ მოძრაობასთან კონკურენციის რეჟიმის დროა ოპოზიციაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მტერია. ენმ არჩევნებამდე არის კონკურენტი, არჩევნების მერე ამომრჩეველი თუ დაგაკისრებს საერთო კოალიციას შორის ოცნების წინააღმდეგ, მაშინ შექმნი ამ საერთო კოალიციას. არანაციონალური მოძრაობის პარტიებმა უნდა იმუშავონ პირველ რიგში პარლამენტში. კარგია, რომ ლელომ შეწყვიტა ბოიკოტი, ცუდია, რომ ლელოს ლიდერი ცუდი სასტარტო პოზიციით აწყებინებს მის პარტიას, ფრაქცია არ ეყოლება და ალბათ პოლიტიკური ჯგუფი იქნება. ზურაბ ჯაფარიძემ პერსონალურად ვერ მოიგო, პარტნიორები დააზარალა. ყველა არანაციონალური პარტია არის პატარა ჯგუფი და ყოველგვარი ილუზიები, რომ უკვე დიდები ვართ, ამ არჩევნებმა გაანადგურა”
ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი TV პირველის ეთერში.