“სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩევა და ახლაც ვნახეთ ჩვენ ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი, რომლებიც სიტყვიერად ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები, ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს, რომელიც გადმოეფინება.

მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს მაუზერები ჰქონდათ, იყვნენ ამით შეიარაღებული და რასაც აკეთებდნენ ახსოვს ყველას. […] დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, იმ თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და დაერევიან საზოგადოებას ისე როგორც იყვნენ დარეულები და ესენი ფიქრობენ რომ თავს აიდენტიფიცირებენ რაიმე ევროპულთან, ეს ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტური შთამომავლები ბოლშევიკებისა”.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესითაა დაბარებული შს მინისტრი.