პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია, ამიტომ ნორმალურ ქვეყანაში ყველა ერთად დადგებოდა.
„რეალურად ახლა რაც ხდება მუშევანში, როდესაც მოსახლეობას ასე პირდაპირ მივდივართ და ვტესტავთ და დაახლოებით 30% ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში, დიდი მუშევანიაო ბატონმა პაატამ თქვა გუშინ. ასეთი რაღაცები როცა ხდება რეგიონში და ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვოპერირებთ, საერთოდ ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.