“ოპოზიცია არ აპირებს, რომ იმ ნაღმებზე ააფეთქოს საქართველო, რაც ჩადებულია ახლა პირდაპირ. ეს არის ისეთი რამდენიმე ნაღმი, უნდა გითხრათ გულახდილად, რომ შეიძლება საერთოდ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩეს. ამიტომაც, ამ პასუხისმგებლობით, ამის გათვალისწინებით და არა ვიღაცის სიბრიყვეზე აყოლით, იმოქმედებს ოპოზიცია, მე მჯერა ამის.

მიმაჩნია, ახლა არის საქართველოში ის ვითარება, როდესაც ყველა შანსი უნდა გამოვწუროთ ბოლომდე. არც კი მივცეთ ინიციატივის ავტორს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა იმის [საშუალება], რომ ოდნავ მაინც გადაუხვიოს ამ გზიდან, ჩვენ უბრალოდ სხვა შანსი არ გვაქვს საფრთხეებიდან გამომდინარე”

განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახველდიანმა ოპოზიციის შეხვედრის დატოვების შემდეგ.