“ოპოზიცია არ გატყდა, ესაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა”- ამის შეასხებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით.
“დემოკრატიას ჩვენ დღეს ვაშენებთ და ეს ძალიან ნათლად გამოავლინეს ქართველმა ოპოზიციონერებმა, როდესაც მიუხედავად ამ გზავნილებისა, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და ამ ეტაპზე თვალი დაეხუჭათ რაღაც დარღვევებზე, ოპოზიცია არ გატყდა და ეს საამაყოა და ეს არის წინაპირობა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, ასე ხდება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება ბრძოლაში. “- განაცხადა მარგველაშვილმა.