უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში იმ თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის, რომელიც არ არსებობს.
„ვიდრე „ქართული ოცნება” ზრუნავს პრობლემების მოგვარებაზე როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური და ეკონომიკური კუთხით, მანამდე ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, რაც ღიმილისმომგვრელია. სჯობს, მათ მიხედონ საკუთარ 12-პროცენტიან, 3-პროცენტიან და უფრო დაბალ რეიტინგებს და ასე მოემზადონ არჩევნებისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თანხმდება.
გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის კენჭს.
დღეს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის. თბილისში არ იქნება მაჟორიტარი გიგი უგულავა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საერთო მაჟორიტარებზე სავარაუდოდ 20 ივნისის აქციამდე შეთანმდებიან.