”ომი შეიძლება უცბად დამთავრდეს გეოპოლიტიკური გარიგებით, რომელიც შედგება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, შესაძლებელია ივანიშვილი ისევ გადარჩეს. ამიტომ წელავს დროს, ამიტომ იგონებს ახალ-ახალ ტრიუკებს, ამიტომ არ უშვებს იმ ხელით სატარებელ მოსყიდულ ოპოზიციას პარლამენტიდან, უნდა რომ გაახანგრძლივოს, დრო მისი მოკავშირეა.
ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, მისი საქმე დამთავრებულია, ევროპა-ამერიკა მისი წინააღმდეგია და ის ოპოზიცია, რომელიც არ გამოდის პარლამენტიდან, ხელფასების, პრემიების, ბიზნესების, პრივილეგიების გამო, რომლებიც უხვად აქვს და იქ ჭყიპინებს რაღაცას და გვაჩვენებს, რომ რაღაცის გამკეთებელია, არის ერის ყველაზე დიდი მოღალატე, იმიტომ, რომ ისტორიულ შანსს უშვებს ხელიდან, რომელიც აღარ შემოტრიალდება. ხვალ რომ დაიდოს ხელშეკრულება უკრაინაში ომის დამთავრებაზე, ხელშეკრულებაში რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ივანიშვილის რეჟიმის ხელშეუხებლობა. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში და გეოპოლიტიკური შეთანხმებები ძალიან ხშირად ითვალისწინებს ჩვენისთანა პატარა ქვეყნების გაწირვას და აი ამ გაწირვაში მთავარი დამნაშავე იქნება ის ოპოზიცია, რომელიც მანდატს ვერ შეელია და მიაკვდა იმ ცოდვიან სკამებს, საიდანაც, ქვეყნის უბედურების მეტი, არაფერი არ მოდის.
გამოდით მეგობრებო დროზე, ახალი არჩევნები ჩავატაროთ. ივანიშვილს წაგებული აქვს, რეჟიმი იქნება დამთავრებული, თქვენ გეყოლებათ უფრო მეტი ფრაქციები. ღირსეულად იქნებით წარმოდგენილი ხალხის წინაშე, თვალებში შეხედვა არ გაგიჭირდებათ. ხო დაინახეთ მიტინგზე, ძლივს გამოასწრეს, ზოგს კვერცხები დაახალეს თავზე, ხალხი უდიდესი მსაჯულია, ხალხი ბრძენია, ხალხი ჭეშმარიტების მატარებელია. ჩვენ რომ გვგონია, მოვატყუებთ, ვიარტისტებთ, რაღაცას დავაჯერებთ – გამორიცხულია. აგერ, ძლივს გაასწრეს პოლიტიკურმა ლიდერებმა მიტინგებიდან, სხვადასხვა მხარეს გარბოდნენ. იმიტომ, რომ ხალხმა იცის, იქ, პარლამენტში ჯდომა რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისა და მომავალი ისტორიისთვის. გამოდით, მეგობრებო, მეტი რაღა მტკიცება და არგუმენტაცია გინდათ, რომ დაიჯეროთ, რეჟიმი დამთავრებულია, თუ შექმნით ამ კრიზისს, რომელიც შეგიძლიათ 5 წუთში გააკეთოთ. ნუ გაწირავთ ქვეყანას პირადი ინტერესებისთვის. ”