“მე არ მახსოვს რომელიმე ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომელსაც რეალურად უნდა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება და არ აღიარებს იმას, რომ ხელისუფლების ცვლილება შეუძლებლია ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების გარეშე. ამიტომ ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ საააკაშვილის ჩამოსვლა არ არის საჭირო, ის არ არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის მომხრე რეალურად.
ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია აცხადებს სრულ მზადყოფნას ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის და კოალიციური მთავრობის შექმნის. შესაბამისად, ვინც ამ ფორმატში ითანამშრომლებს, ისინი არიან რეალურად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების მომხრე. სხვა შემთხვევაში, ყველა ოპოზიციური პარტია იტრიალებენ ოცნების ორბიტაზე”
განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ მთავარი არხის ეთერში.