TV პირველის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებზე საერთო კანდიდატად ენმ-ის თავჯდომარეს ნიკა მელიას დაასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციურ ერთობაში ვიცე მერის კვოტა ,,ევროპულ საქართველოს” ექნება. კანდიდატებს შორის იქნება ზურა ჯაფარიძეც, თუმცა სად წარადგნენ ,,გირჩის” ლიდერს, ჯერჯერობით უცნობია.
”ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს, ეს კვირა არის საბოლოოდ კვირა, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც საპარლამენტო ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი, ამიტომ ვფიქრობთ, საღამოს უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციის კანდიდატის წარდგენა პარასკევს მოხდება. პრეზენტაცია საღამოს 9 საათზე ღია სივრცეში გაიმართება.