“განახლდება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. მთავარია, რომ მინიმალური კონსტრუქციული მიდგომა აჩვენოს ოპოზიციამ. მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ, მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით და არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე, ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდა ჩვენს მხარდამჭერებს, ხოლო მეორე მოუწოდებდა იმ აქციებში მონაწილეობისკენ, რომელიც ითვალისწინებდა ხელისუფლების გადატრიალებას”.
განაცხადა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.