“საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან – განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ.

ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.