უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ კობახიძის საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს, თვითონ კი მზად არის, წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება გააგრძელოს.
“ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ადგილი მიეჩინოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ქართული საზოგადოება მიუჩენს საკუთარ ადგილს ოქტომბერში”, – განაცხადა კობახიძემ.