ჩვენს პოზიციას რაც შეეხება ოკუპაციასთან, აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, მათი პოლიტიკის მიზანი საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით მათი ერთადერთი მიზანია, რაიმენაირად პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ პრინციპულად მხარს არ დავუჭერთ.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.