ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებით ხელისუფლების მსხვრევა კატასტროპული ტემპებით დაჩქარდება – ნათელაშვილი

უმრავლესობა ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარს თუ დაუჭრს, ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. განაცხადა საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებით “ქართული ოცნების” ხელისუფლების მსხვრევა კატასტროპული ტემპებით დაჩქარდება.

“ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის. ქოცხროვას აქვს საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირავენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ისედაც მოკლე დრო დარჩა. თუ თვითმკვლელობის მანია შეეყარათ, მხარს დაუჭრენ, მაგრამ არამგონია, ასე დაავადდეს უმრავლესობა. თუ მხარს დაუჭერენ, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. საკმარისია ახლა რეჟიმმა დააპატიმროს თუნდაც საშუალო დონის ოპოზიციის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ მთავარ პოლიტიკურ ძალებზე და მათი ხელისუფლების მსხვრევა დაჩქარდება კატასტროფული ტემპებით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.