მოლაპარაკებათა მაგიდასთან ოპოზიციის ჯდომის საფუძველი ჩვენ შევქმენით – ოხანაშვილი

ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას მოლაპარაკების მაგიდასთან პარტიული ინტერესები გადადებული აქვს.

“მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჩვენ საკითხებს განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. საკითხი, ქართული ოცნება იმოქმედებს თუ არა ვიწრო პარტიული ინტერესებით, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არ დგას, იმიტომ რომ ჩვენ პარტიული ინტერესები გვაქვს გადადებული და ვმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად”,- ამბობს ოხანაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციის მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჯდომის საფუძველი ხელისუფლებამ შექმნა.

“ის რომ დღეს ოპოზიცია დღეს მოლაპარაკათა მაგიდასთან ზის და ამას ისინი ეძახიან კომპრომისს, ამის საფუძველი შევქმენით ჩვენ, როდესაც უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ. ჩვენ რომ უფლებამოსილება შეგვეწყვიტა, მათ მაგიდასთან დაჯდომას აზრი აღარ ექნებოდათ”,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამ წუთებში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება მიმდინარეობს.