„ეროვნული შერიგება“ თავისთავად კარგად ჟღერს. მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი ლამაზი იდეები ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანია: კონკრეტულად რას ნიშნავს „შერიგება“, როცა პოლიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული პოლიტიკა, თავისი არსით კონკურენციაა, ბრძოლაა?
ალბათ იმას, რომ მოწინააღმდეგეს პატივისცემით უნდა მოექცე, ის მტრად არ უნდა ჩათვალო, მის განადგურებას არ უნდა ეცადო. სხვა კიდევ რამე იგულისხმება ამაში? არა მგონია.
მეორეც, თუმცა ამ პრინციპების დაცვა ყველას მოეთხოვება, ტონის მიმცემი ყოველთვის ისაა, ვისაც ძალაუფლება აქვს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ოპონენტის პატივისცემის იდეა ორგანულად უცხოა, ის მოწინააღმდეგის განადგურების იდეით მოვიდა და მას ვერ დათმობს. ის ოპონენტის მხრიდან შერიგებაზე ლაპარაკს მხოლოდ მისი სისუსტის ნიშნად განიხილავს და ბოლომდე გასრესის სურვილი უჩნდება. სხვაგვარი დამოკიდებულება ამ ხელისუფლების DNA-ში, უბრალოდ, არ არის.
ამიტომ ზოგად „შერიგებაზე“ საუბარი ოპოზიციის მხრიდან ახლა უსაგნოა.
რაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ, თავის მხრივ, წესები არ უნდა დაიცვას, რაშიც კონსტიტუციური წესებიც იგულისხმება და ცივილიზებული სამყაროს დაუწერელი კანონებიც. ასევე, კარგია, იმას გაესვას ხაზი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დღევანდელი ოპოზიცია ისე არ მოექცევა ოპონენტებს, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს დღევანდელ პირობებში „ეროვნულ შერიგებას“
წერა პოლიტოლოგი გია ნოდია “ეროვნულო შერიგების იდეაზე”, რომელზე საუბარიც მესამე პრეზიდენტმა წამოიწყო. სააკაშვილს აზრით, ეს “საუკეთესო გამოსავალი იქნება”.