“ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის “- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ძალით „შერეკვა“, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის.
„ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, ძალით შეყვანა ამა თუ იმ არჩეული დეპუტატის, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა არის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა და ამისთვის მოწადინებულები ვართ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „ლელო“ მზად არის პარალამენტში შევიდეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა შესრულდება.
„მზად ვართ, რომ პარლამენტში ადგილები დავიკავოთ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწევთ. მათთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ეს იმდენად ხარვეზიანი არჩევნები იყო, რომ ძალიან დამახინჯებული შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი 4 წელი ვერ იფუნქციონირებს. ამიტომ, ჩვენ ვადამდელ არჩევნებზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა დავიკავებთ პარლამენტში ადგილებს და სხვა პარლამენტარებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მივაღწევთ, უკვე ასახული იყოს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.