ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციის სახელით მოლაპარაკებების გამართვის შესაბამისი მანდატი არ გააჩნია.
“არანაირი მანდატი, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შესაძლოა ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან, მე ამას არ გამოვრიცხავ, რაც ხშირად აქვს თავისი სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. ოპოზიციის სახელით ის არ საუბრობდა, რადგან მას ეს მანდატი არ ჰქონდა და ამ ინტერვიუს შემდგომ ვეჭვობ რომ საერთოდ ჰქონდეს”,-ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთიანობას ვერ დააზიანებს.
“ეს ოპოზიცის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი აზრი მისია და მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100%, თავისი პარტიის 99.9 %. პატივს ვცემ განსხავვებულ აზრს, მომეჩვენა რომ ადამიანურად ნაწყენია… ვფიქრობ, რომ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის დრო არ არის. ეს პროცესი საერთოა”,-თქვა უგულავამ.