ოპოზიციონერი დეპუტატები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ოპოზიციის დეპუტატები ითხოვენ იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას. ამ წუთებში სამინისტროს წინ აქცია იმართება. დეპუტატები ითხოვენ მინისტრისგან არგუმენტების მოსმენას, რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის საავადმყოფოში.

“ვითხოვ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, იმისთვის რომ მან გაგვიმარტოს, მოყვეს არგუმენტები, რატომ ხდება ისე რომ იუსტიციის სამინისტრო არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ მუხლებს, რატომ მოიტაცეს საქართველოს მესამე პრეზიდნეტი, რომლის მიმართაც განხორციელდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

ამიტომ თუ აქვს გამბედაოება, თუ მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიებით არ შეუძლია საუბარი, არამედ იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი, ახლა გამოვიდეს, ან ჩვენ შევალთ”,– თქვა დეკანოიძემ აქციაზე.

ნიკა მელიას განცხადებით, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა საერთაშორისო საზოგადოებისთვის სჭირდებათ.

“დიახ, შეიძლება, ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, ვინ არის რატი ბრეგაძე, ვინ ეკითხება მას? მაგრამ ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მას შემდეგ, რაც გუშინ პატიმარი გაიტაცეს, დაარღვიეს ყველა შესაძლო რეგულაცია და კანონი, ყველა პირადი ინფორმაცია, გაავრცელეს ვიდეო-კადრები, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ხვდება თუ არა დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს, დეპუტატებს იუსტიციის მინისტრი. ყველაფერს ვნახავთ და კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ეს ხელისუფლება არის რეჟიმი”,– აღნიშნა მელიამ.

პოლიცია დეპუტატებს სამინისტროს შენობაში არ უშვებს, მათ კორდონი აქვთ გაკეთებული.