ოპოზიციური პარტიების დეპუტატები პარლამენტში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
კობახიძის კაბინეტი უკვე დატოვა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც თქვა, რომ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილეს.
შეხვედრიდან გამოვიდა ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავაც, რომელმაც დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. მანვე განაცხადა, რომ არ ისაუბრებს მმართველი გუნდის პოზიციაზე.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ისაუბრეს შეთანხმების პირობებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, შეხვედრა ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით შედგა.