ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება თავდასხმაა ქართულ დემოკრატიაზე – ნორვეგიის საგარეო

ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება თავდასხმაა ქართულ დემოკრატიაზე – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.

“ბოლო პერიოდში საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება, საქართველოს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს.
ნორვეგია მოუწოდებს [საქართველოს ხელისუფლებას] უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისკენ და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ”, – წერია  განცხადებაში.