„მე კომუნიკაცია პრაქტიკულად ყველა მოქმედ პოლიტიკოსთან ოპოზიციაში მაქვს და საუბარი მომავალშიც მექნება, საუბარი წარსულში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მქონდა, კერძოდ, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევის თაობაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ნებისმიერი ტიპის გაერთიანება – პარტიული, პარტიებს შორის, არ არის თვითმიზანი და მიზანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და საშუალება. საუბარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევაზე. ჩემთვის ყველასთან არის შესაძლებელი საუბარი, კონსულტაციები, დიალოგი. თუმცა, ამოსავალი წერტილი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ხალხის ინტერესი გატარება და ასახვა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას”, არ ვსაუბრობ მათზე. ყველამ გასაგებად ჩემგან წლინახევრის განმავლობაში გაიგო, ჩემი პოზიცია არის ცნობილი, რომ მდომოდა კეზერაშვილის პარტიაში ყოფნა, ვიქნებოდი იქ. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას” ვუსურვებ, რომ კეზერაშვილის გავლენისგან და კონტროლისგან გათავისუფლებულიყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მართალი ხალხის ერთობა და ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ადამიანების ერთობა. ვფიქრობ, რომ გვარამიას აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში მისასალმებელია, მას რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ და ნებისმიერ ადამიანს, ვინც წვრილს შეიტანს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში.[…] მე პირადად ვაწარმოებ რამდენიმე არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას, ვისაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა საარჩევნო ნომრის სახით და ისინი არ აპირებენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომ ამ ტიპის დახმარება მათ ჩვენ აღმოგვიჩინონ. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხები. ამ ეტაპზე, ორ კონკრეტულ პარტიასთან მაქვს მოლაპარაკება”
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.