ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ. ისინი პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ  მთავრობას 8 მარტის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობა შეახსენონ.

,,გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია”,- წერია განცხადებაში.

ოპოზიციური ძალები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ შეთანხმებას ზედმიწევნით იცავენ და მათ  მხარი დავუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ.

მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოტქომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს.  საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად. დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ“”, – წერს ოპოზიცია.

წერილს ხელს აწერს 27 პოლიტიკური პარტია:

ევროპული საქართველო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“

სამოქალაქო მოძრაობა

თავისუფალი დემოკრატები

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“

ახალი საქართველო

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპელი დემოკრატები

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

ვემსახურები საქართველოს

საქართველო ლიდერთა შორის

მოძრაობა სამართლიანობისთვის

სამოქალაქო ალიანსი

თავისუფლებისთვის

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

ახალი ქრისტიან-დემოკრატები

კანონი და სამართალი

ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა

გამარჯვეული საქართველო

ახალი საქართველოსთვის

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

ოპოზიციამ და მთავრობამ 8 მარტს ორ რეფერენდუმს მოაწერეს ხელი. ერთი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, ხოლო მეორე მართლმსაჯულების საკითხს. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების თანახმად, უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური პატიმრები.