ორბანმა EU-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ EU-სმიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ინფორმაცია ამის შესახებ მან X (Twitter)-ზე გაავრცელა.

  • “ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულის გადაცემას” – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

ევროკავშირის სხვა 26 ლიდერი დათანხმდა დებატებზე დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში, რათა შეეცადონ კიევისთვის საჭირო მხარდაჭერაზე შეთანხმების მიღწევას.

ამასთანავე, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, “სათანადო მომზადების შემდეგ.”