“პოზიტიური გადაწყვეტილება გაფართოებასა და უკრაინის თაობაზე, რომელიც ხვალ მიიღება, შეცვლის მთელი ევროპის კონტინენტის ისტორიას. მაგრამ, თუ ვიქტორ ორბანი გადაწყვეტს, ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ღალატი. ის უღალატებს უკრაინელებს, რომლებიც კვდებიან საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დაცვისას, ის უღალატებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას, რომელიც გაერთიანდა და თხოვნით მიმართა ორბანს, მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. ის უღალატებს დასავლეთ ბალკანეთს, რადგან უკრაინა ახლა ყინულმჭრელის როლს თამაშობს გაფართოების პროცესში, რომელიც ბოლო წლებში ისტორიულ სტაგნაციას განიცდის და ამის პირველი მსხვერპლი სწორედ დასავლეთ ბალკანეთია. ის უღალატებს მთელ ევროპას. არ არის სასიამოვნო, როდესაც ღალატის მომსწრე ხდები, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. მისტერ ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას.”
ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი.