თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, 9 დეკემბრიდან, 11 დეკემბრამდე ორბელიანის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
“ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება”, – ნათქვამია განცხადებაში.