“რაც შეეხება ამოქმედებას, ყველა ეს ვადა მითითებულია კანონში, მგონი თქვენ ეს კარგად იცით. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის.[…] თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე კანონშია გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”
ასე უპასუხა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ფორმულას ჟურნალისტს, რომლის დასმულ შეკითხვამაც, მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტმა კითხვის დასმისას, ტერმინი “აგენტების კანონი” გამოიყენა. ბრეგაძემ ჟურნალისტი “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში” დაადანაშაულა და უთხრა, რომ სანამ კანონის სახელს “სწორად” არ იტყოდა, იქამდე შეკითხვაზე პასუხს არ გასცემდა.