ორთაჭალაში, გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში სატვირთო მანქანა დაგორდა და მოქალაქე მოიყოლა.
გარდაცვლილია 15 წლის მოზარდი.
ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.