ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული, ეს კრიტიკა, რაც დღეს გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო.
ამ წლების განმავლობაში არაერთი იყო ამ წლების განმავლობაში… სწორედ ასეთ უსამართლო მიდგომებს ეფუძნება ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს, ჩვენ, ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის, რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ, გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად მჯერა, ორივე მხარისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების ჯანსაღ ფორმატში წარმართვა.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან არ არის იმის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება სრულიად უსამართლო იყო და შეიძლება, იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს არც ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა, ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ის ადამიანები, რომელთაც ავალიათ ერთგვარად საქართველოსთან და ამ რეგიონთან ურთიერთობების განვითარება, იმის ნაცვლად, რომ ამას შეიწყონ ხელი, პირიქით, აზიანებენ საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით ამ ურთიერთობებს.
ამ პირობებში საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვაკეთებთ – იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, რაც იქნება თანხვედრაში სწორედ იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელი სტანდარტებისკენაც მივისწრაფით და რომელი ევროპაც მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ ის, რაც მოსწონთ სხვაგან ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ საკუთარ ქვეყანაში და ჩვენ შევძლოთ განვითარების ისეთ დონეზე მისვლა, რომ კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ქვეყნისთვის, ურთიერთობებისთვის და საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად გამოვიყენოთ.
თქვენ ახსენეთ ტრანზიტი, სატრანზიტო ფუნქცია, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია მერე ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან.
მარტივი რეალობა და ჭეშმარიტებაა, ელემენტარულია, რუკას თუ შევხედავთ, მივხვდებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ზოგადად შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, ამ გლობალური ცვლილებების თუ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პირობებში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები, ჩვენს რეგიონთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს, რომ შეხედოს ამ ურთიერთობებს და გადახედოს ერთგვარად.
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი TV იმედზე.















