ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ”-  ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ და ამ უფლებას თუ ართმევენ ისინი ჩვენი მოსახლეობის რომელიმე სეგმენტს, სწორედ აქ ჩანს და არის დასტური, რომ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ. ეს არის ის ძალა, რომელსაც დღეს უბრალოდ „ეს კბილები“ არ აქვს, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რომელიც აქვს და მხოლედ სიტყვიერად გვესმის და ვხვდებით, რასთან გვექნება საქმე, თუკი მათ ორი გრამი ძალაუფლება დაუბრუნდებათ.ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ მოხდეს რეგულაცია. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო სამსახურის გადასაწყვეტია, ვინაიდან მათ იციან მართვა როგორ ხდება ასეთი პროცესების. ადამიანების დიდი რაოდენობა იქნება შეკრებილი და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტად გადატვირთვა სატრანსპორტო გზების,“- განაცხადა პაპუაშვილმა.