გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების წევრს, პალამენტის ვიცე სპიკერს, გია ვოლსკის მიმართავს იმ განცხადების გამო, რომელიც ვოლსკიმ მასთან დაკავშირებით გააკეთა: “ჯაფარიძე პოლიტიკურად უსუსურია, ამიტომ ანგარიშის დაყადაღებაზე სპეკულირებს“– თქვა ვოლსკიმ, რის შემდეგაც ზურა ჯაფარიძემ მას ფეისბუქით მიმართა:
“ორი დღეა ადამიანურად გელაპარაკები.
ორი დღეა იტყუები და ილანძღები.
მესმის რომ პარტია გიკრძალავს, მაგრამ იქნებ სცადო ერთხელ არდამორჩილება და დამელაპარაკო საჯაროდ?
ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში.“– წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გია ვოლსკი დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატია. ორი დღის წინ ზურაბ ჯაფარიძემ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა, რის შემდეგაც აღსრულების ბიურომ ძველი ჯარიმების გამო მისი ანგარიშები დააყადაღა. ჯაფარიძე ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.