ორი კინკილა პოლიციელი არ უნდა გაუშვან, უნდა გამოიყენონ დიდი რაოდენობა – ჩიხლაძე დმანისზე

“ორი კინკილა პოლიციელი არ უნდა გაუშვან, უნდა გამოიყენონ დიდი რაოდენობა”- სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში სიტუაციის განმუხტვისთვის დამატებითი საპოლიციო ძალა უნდა გაგზავნოს.

“ორი კინკილა პოლიციელი კი არ უნდა გაგზავნონ, არამედ კარგად ორგანიზებული და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. მაშინ, როდესაც რამდენიმე მშვიდობიან დემონსტრანტზე ასეულობით პოლიციელს უშვებენ  და აპატიმრებენ ხოლმე მშვიდობიან დემონსტრანტებს, ზუსტად ახლა, ასეთ ვითარებაში, დმანისში უნდა გამოიყენონ პოლიციელების დიდი რაოდენობა, სპეციალური დანიშნულების რაზმები და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აღიკვეთოს ეს პროვოკაცია.მთავარი საშიშროება არის ის, რომ ეს ყოფითი პრობლემა არ გადაიზარდოს საშიშ დაპირისპირებაში და რაც ყველაზე საშიშია, ეთნიკური შეფერილობა არ მიიღოს ამ კონფლიქტმა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.