ორი მოხალისე აშშ–დან უკრაინაში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა – The Telegraph

ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო, 39 წლის ალექსანდრ დრიუე და 27 წლის ენდი ჰიუონი ხარკოვთან, რუსულ ჯართან ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ ბრიტანული The Telegraph წერს.

ორივე სამხედრო მოხალისე იყო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში,ერთ–ერთ ქვედანაყოფში იბრძოდა. გამოცემა წერს, რომ ისინი პირველი ამერიკელი სამხედროები არიან, ვინც რუს ჯარისკაცებს ტყვედ ჩაუვარდა.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აქვს დაუდასტურებელი ცნობები უკრაინაში ამერიკის ორი მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის შესახებ.

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და კონტაქტში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. კონფიდენციალობის გამო კომენტარს ვერ გავაკეთებთ“– თქვეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

სამხედროების ნათესავებს იმედი აქვთ, რომ ამერიკელ ტყვეებს მოლაპარაკებების შედეგად გაცვლიან უკრაინელების მიერ დატყვევებულ რუს სამხედროებზე.

როგორ მოხვდა ორი ამერიკელი ტყვეობაში:

მათი თანამებრძოლები ყვებიან დეტალებს, როგორ მოხვდნენ ისინი რუსების ტყვეობაში. მათი თქმით, ჰიუნი და დრიუკე წინა კვირას, ხუთშაბათს სოფელ იზბიცკოეში, ხარკოვთან ძალიან დიდ რუსულ ძალას შეეჯახდნენ. მოწინააღმდეგეს ქონდა ორი ტანკი, ბეემპე და დაახლოებით 100 ჯარისკაცი, 10 კაციანი რაზმის წინააღმდეგ.

“დავალებაზე ვიყავით და ყველაფერი უკუღმა წავიდა ცუდი სადაზვერვო მონაცემების გამო. გვითხრეს, რომ ქალაქი გასუფთავებული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსებს მასზე უკვე შტურმი ქონდათ დაწყებული“– ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე შენიშნა, მცირე რაზმმა უკან დაიხია, თავდაცვითი პოზიცია დაიკავა და გზაზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენა. ყველა მებრძოლი სამალავში ელოდა, რომ რუსული ტანკი ნაღმზე აფეთქებოდა, თუმცა ცოტა ხანში, ამერიკელებმა დაინახეს ბეემპე, რომელიც მათკენ მიდიოდა და ის  РПГ7–ის პირველივე გასროლით გაანადგურეს. ამ გასროლამ მტრის ტანკის ეკიპაჟის ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც ქაოსური ბრძოლა დაიწყო.

“ყველაფერი ძალიან ქაოსური იყო, მაგრამ ვეჭვობთ, რომ მათ სავარაუდოდ გონება დაკარგეს ან ტანკის აფეთქებისგან, რომელიც მათ ესროდა, ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებისგან, იმიტომ რომ მოგვიანებით სამძებრო მისიამ მათი ვერანაირი კვალი ვეღარ იპოვნა“– ამბობს თვითმხილველი.

39 წლის ალექსანდრ დრიუკე წარმოშობით ალაბამას შტატიდან არის. ის აშშ–ს არმიაში 2021 წლის 11 სექტემბრსი შემდეგ შევიდა და ერაყში მსახურობდა უფროსი სერჟანტის წოდებით. სამხედრო სამსახურიდან პოსტსტრესული აშლილობით დაბრუნდა, რამაც ხელი შეუშალა პოლიციელი გამხდარიყო, ამიტომ სამსახურს ძლივს შოულობდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მან დაინახა შესაძლებლობა, მისი სამხედრო უნარები კვლავ გამოეყენებინა:

“ალექსმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ პუტინი უნდა შეჩერდეს, რომ ახალი მსოფლიო ომი არ მოხდეს. მან თქვა, რომ იცის როგორ გაწვრთნას ადამიანები და შეუძლია პატარა წვლილი შეიტანოს“– ამბობს მისი დედა.

მისი თქმით, შვილი ეუბნებოდა, რომ მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნაში მონაწილეობდა, თუმცა გასულ კვირას მიიღო მისგან მესიჯი, რომელშიც მინიშნებული იყო, რომ რამდენიმე დღით გაურკვეველ ადგილზე მიდიოდა. როგორც ქალი ამბობს, აშშ–ს საელჩომ ის დაარწმუნა, რომ მის შვილს ცოცხლებს შორის ეძებენ და არა გარდაცვლილებს შორის.

27 წლის ენდრი ჰიუონის მშობლები ვიეტნამელები არიან. ის კალიფორნიაში დაიბადა. თუმცა ალაბამაში ცხოვრობდა, სადაც რობოტექნიკას სწავლობა კოლეჯში. წარსულში მსახურობდა აშშ–ს საზღვაო ფეხოსნებში, თუმცა საბრძოლო გამოცდილება არ ქონია.

მისი საცოლე, ჯოი ბლეკი ამბობს, რომ მოხალისეობის იდეა “ღრღნიდა“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან. მისი თქმით, ვერ შეძლო შეყვარებული დაერწმუნებინა, რომ ომში არ წასულიყო.