ორი რუსი ოლიგარქი, 24-საათიან შუალედში ოჯახის წევრებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, CNN-ი ავრცელებს.
“გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და მათი ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი ეტყობა.
ამ ამბიდან 24 საათში ესპანეთში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი სერგეი პროტოსენია. გარდაცვლილები ნახეს ასევე მისი ცოლი და ქალიშილიც. ესპანური მედიის ცნობით, ნაპოვნია ასევე სისხლიანი დანა. სერგეი პროტოსენიას მეორე შვილის ცხედარი კი საფრანგეთშია ნაპოვნი. პროტოსენია იყო “გაზპრომ ბანკთან” მჭიდრო კავშირის მქონე კომპანიის Novatek-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილ რუს ოლიგარქებს შორის არცერთი არ იყო საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში.