ორი რუსი ოლიგარქი ოჯახის წევრებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს – CNN

ორი რუსი ოლიგარქი,  24-სა­ა­თი­ან შუ­ა­ლედ­ში ოჯახის წევრებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს.  ინფორმაციას ამის შესახებ, CNN-ი ავრცელებს.

“გაზპრომ ბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და მათი ქალიშვილის ცხედარი ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი ეტყობა.

ამ ამ­ბი­დან 24 სა­ათ­ში ეს­პა­ნეთ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს კი­დევ ერთი რუსი ოლი­გარ­ქი სერ­გეი პრო­ტო­სე­ნია. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ხეს ასე­ვე მისი ცოლი და ქა­ლი­ში­ლიც. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ნა­პოვ­ნია ასე­ვე სის­ხლი­ა­ნი დანა. სერ­გეი პრო­ტო­სე­ნიას მეორე შვილის ცხედარი კი საფრანგეთშია ნაპოვნი. პრო­ტო­სე­ნია იყო “გა­ზპ­რომ ­ბანკთან” მჭიდ­რო კავ­ში­რის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის Novatek-ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლილ რუს ოლი­გარ­ქებს შო­რის არ­ცერ­თი არ იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სანქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში.