”ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით სიტუაციას, ამ მომენტში გვაქვს მუდმივი დიალოგი და კოორდინაცია კერძო სექტორთან. მე ხვალაც მექნება შეხვედრები. ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, რომ უფრო მძიმე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. რეალურად, ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ფასის შემცირებას. საერთაშორისო ბაზარზე ფასის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ის გარკვეული ინერციით აისახება ხოლმე შიდა ბაზარზე, საცალო ქსელში ფასებზე, რადგან მოწოდებას თავისი პერიოდი აქვს, გარკვეული მარაგები არსებობს. პიკი გადავლილია, ჩვენ ვხედავთ, რომ ფიუჩერსები უფრო დაბალ ფასებშია წარმოდგენილი, შესაბამისად, ბაზარს აქვს მაინც მოლოდინი, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ, დასტაბილურებისკენ უნდა წავიდეს და დაახლოებით, ომამდე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის რამდენიმეთვიანი ფიუჩერსული გარიგების ანალიზი.
ჩვენ მოკლევადიან კონტრაქტებსაც ვუყურებთ და არის კონკრეტული კომპანიების მხრიდან უფრო იაფად შეძენილი საწვავი, რომელიც ჩვენი იმედით, მალე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, რამაც ეს მაღალი ფასების წნეხი უნდა მოხსნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”