“ორმა დეპუტატმა, ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ ქართულ ოცნებას. დანარჩენი 54 დეპუტატია გარეთ, შემოვიდნენ და დაელაპარაკონ”,– თქვა ელისაშვილმა.
მისივე მტკიცეიბთ, ყველა ის საკითხი, რაზეც ქართულ ოცნებასთან შეთანხმდნენ, თუ პარლამენტში პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, საკანონმდებლო ორგანოდან გავლენ.
“დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით ამ საკითხების ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე და განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ არ მოხდება პირველ მარტამდე ინიცირება, როგორც შევალთ პარლამენტში და როგორც შემოვედით და დავესწრებით სხდომას, ისევ გავალთ 1 თვის განმავლობაში”, — განაცხადა მან.