ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა

ორმა რუსმა სამხედრომ ოლექსანდრ ივანოვმა და ოლექსანდრ ბობიკინმა უკრაინაში, პოლტავას ოლქში გამართულ სასამართლო სხდომაზე ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა. მათ ბრალად ედებათ 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების გასროლა.

საქმის მასალების მიხედვით, მათ ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს „სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები“ ოკუპანტები უკრაინელმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დააპატიმრეს.

სასამართლომ რუსი სამხედროების მიმართ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

უკრაინამ პირველი რუსი ოკუპანტი, სამხედრო დანაშაულისთვის უკვე გაასამართლა. 21 წლის ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.